კაბო ვერდეს ნაკრების მწვრთნელი ბუბისტა – ამ გუნდით მთელი ქვეყანა ამაყობს #1TVSPORT
კაბო ვერდეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ბუბისტამ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის გამოსვლა შეაფასა.
აფრიკულმა ქვეყანამ მუნდიალზე პირველად ითამაშა, ჯგუფური ეტაპი დაძლია და 1/16-ფინალურ ეტაპზე არგენტინას დიდი წინააღმდეგობა გაუწია. საბოლოოდ, კაბო ვერდე დამატებით დროში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან 2:3 დამარცხდა.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენი ნაკრებით მთელი ქვეყანა ამაყობს. ჩვენი მიღწევა ისტორიის კუთვნილება გახდება. ბიჭებს ვუთხარი, რომ მოედანი ამაყად, თავაწეულებმა უნდა დატოვონ, რადგან თამაშში მაქსიმუმი ჩადეს და თავი არ დაუზოგავთ. მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინას ორი ბურთი გავუტანეთ და საქმე დამატებით ტაიმებამდე მივიყვანეთ, რაც ჩვენი გუნდის უდიდეს პროგრესზე მეტყველებს.
ჩვენთვის ეს ტურნირი მხოლოდ ფეხბურთით არ შემოიფარგლებოდა – მთელ მსოფლიოს გავაცანით ჩვენი სამშობლო, კულტურა და ღირსება. მოთამაშეების ცრემლები წაგების სიმწარით კი არ ყოფილა გამოწვეული, არამედ იმის გააზრებით, თუ რაოდენ ახლოს იყვნენ მორიგ სენსაციასთან. უდიდესი მადლობა ჩემს ფეხბურთელებს იმისთვის, რომ კაბო ვერდეს სახელი ასეთი სიმამაცით, მაღალი კლასითა და ჭეშმარიტი სპორტული სულისკვეთებით დაიცვეს“, – ამბობს ბუბისტა.