კაბო ვერდეს ლიდერი ტავარეში - შერმადინის წინაღმდეგ თამაში ძალიან რთული და ამავე დროს სასიამოვნოა, რადგან ინტელიგენტი კალათბურთელია #1TVSPORT
85:60 – ასეთი ანგარიშით დაამარცხა საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში კაბო ვერდე. ილიას ზუროსის გუნდის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა „რეალის“ ცენტრის, ედი ტავარეშის განეიტრალება იყო. მან „ტაიმაუტისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში წაგების მიზეზებზეც ისაუბრა და საქართველოს ნაკრებიც დადებითად დაახასიათა.
„საქართველოს ნაკრებთან რთულ თამაშს ველოდით, რადგან მას ჰყავს ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი თორნიკე შენგელია და ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი გიორგი შერმადინი. მათ წინააღმდეგ თამაში ყოველთვის ძნელია. ამავე დროს საქართველო ძალიან კარგად ორგანიზებული გუნდია, რომელსაც ასევე ჰყავს თად მაკფადენი. მისი დაჭერაც არ არის იოლი, რადგან ძალიან სწრაფად ისვრის.
საქართველოს ნაკრებმა მაღალი დონის კალათბურთი უჩვენა, „მშიერი“ იყო, ყოველი ქულის მოპოვებისთვის მაქსილამურად იბრძოდა. ეს მატჩი გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ და განვაგრძოთ თამაშის გაუმჯობესებაზე ზრუნვა“.
ედი ტავარეში მადრიდის „რეალში“ გამოდის. სეზონში არაერთხელ უწევს ტენერიფელ გიორგი შერმადინთან თამაში…
„შერმადინი სუპერტალანტია, ძალიან კარგია როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. ის ინტელიგენტი კალათბურთელია, დიდ პეტივს ვცემ და მიყვარს მის წინააღმდეგ თამაში“.