საქართველოს ნაკრებთან ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრის შემდეგ ესტონეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კაარელ ვოოლაიდმა პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.
„დღეს საქართველო ბურთს უკეთ ფლობდა, საერთოდ, ბოლო წლებში თქვენი გუნდი ძალიან გაიზარდა. გუნდი დღეს ბურთს კარგად აკონტროლებდა. მე-9 ნომერი ევროპული დონის მოთამაშეა (გუჯა ლობჯანიძე) და მას შეუძლია მაღალ დონეზე ითამაშოს. მაგრამ ჩვენც კმაყოფილები უნდა ვიყოთ, რადგან ასეთ გუნდთან გასვლაზე ფრედ ვითამაშეთ. ქართველებს კარგი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაგვიტანეს. მთლიანობაში კმაყოფილი დავრჩი. მე კონტრაქტი დამიმთავრდა და ჩვენს მედიასთან ვთქვი, რომ ხვალინდელზე აღარ ვფიქრობ. ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. მაგრამ მე ამაყი ვარ ამ შედეგით, ჩვენი ნაჩვენები თამაშით და ხვალინდელი არ მაინტერესებს. წარმატებები საქართველოს, გჯეროდეთ თქვენი გუნდის“, – განაცხადა კაარელ ვოოლაიდმა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C ლიგის მე-2 ჯგუფში თამაშები დასრულდა და საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ, მე-3 ადგილი დაიკავა, ხოლო ესტონეთმა ბოლო, მეოთხე.