„ჯვაროსნებს“ მიქაუტაძეც შეუერთდა - საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა #1TVSPORT
„ჯვაროსნებს“ მიქაუტაძეც შეუერთდა - საქართველოს ნაკრებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა #1TVSPORT

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას თბილისში აგრძელებს, სრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა.

11 ივნისს, ისევე როგორც წინა დღეებში, ვილი სანიოლის გუნდი „დინამო თბილისის“ საწვრთნელ ბაზაზე შეიკრიბა. გიორგი მიქაუტაძე, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის დაძაბული სეზონის ტრიუმფატორი იყო, გუნდს ყველაზე გვიან შეუერთდა.

კვიპროსისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ ჩვენი გუნდის 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადება. საქართველოს ნაკრები თბილისში 15 ივნისამდე მოემზადება, კვიპროსთან მატჩამდე ორი დღით ადრე კი გუნდი ლარნაკაში გაემგზავრება.

მატჩების განრიგი:

17 ივნისი, 22:45
კვიპროსი – საქართველო
20 ივნისი, 22:45
შოტლანდია – საქართველო

ეროვნული გუნდის ორივე მატჩის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102.3).