„ჯვაროსნების“ შემადგენლობა – დავითაშვილი ძირითადშია, შენგელია განაცხადში ვერ მოხვდა
დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სამხრეთ კორეას შეხვდება. მატჩი თურქეთში, ფათიჰ თერიმის სახელობის სტადიონზე გაიმართება, რომელიც საფეხბურთო კლუბ „ბაშაქშეჰირის“ საშინაო არენაა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია:
მაკარიძე – კაკაბაძე, კაშია, ტაბიძე, ხარაბაძე – აბურჯანია, კიტეიშვილი – დავითაშვილი, ანანიძე, ოქიაშვილი – ყაზაიშვილი
სათადარიგოები: ლორია, კუპატაძე – გრიგალავა, კანკავა, დაუშვილი, ლობჟანძე, ჭანტურიშვილი, ჯიღაური, პაპუნაშვილი, გვილია, კვარაცხელია, ქვილითაია
საქართველოს ნაკრებს სტამბოლის მატჩში საბა კვბირკველია და დათა ხოჭოლავა ვერ ეხმარებიან – საბა ჯერ ფორმაში არაა, ხოლო ხოჭოლავას მხრის ტრავმა აწუხებს. ინდივიდუალურად ემზადება ლაშა დვალი და ის განაცხადშიც ვერ მოხვდა, ისევე როგორც ახალწვეული ლევან შენგელია. სამაგიეროდ, ვლადიმირ ვაისმა ძირითად შემადგენლობაში ზუკა დავითაშვილი დააყენა.
საქართველოსა – კორეის ნაკრებების მატჩების პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ. შეხვედრა 17:30 საათზე დაიწყება.
