„ჯვაროსნები“ არასრული შემადგენლობით შეიკრიბნენ - სანიოლმა საქართველოს ნაკრები პირველად ავარჯიშა [ვიდეო] #1TVSPORT

ვილი სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები დღეს შეიკრიბა და არასრული შემადგენლობით პირველად ივარჯიშა. „ჯვაროსნებმა“, რომლებიც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადებიან, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ თბილისის ზღვის ბაზაზე, 16-კაციანი შემადგენლობით ივარჯიშეს.

როგორც ცნობილია, ვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების 25-კაციანი შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა, ბოლო ტურში მიღებული ტრავმის გამო ნაკრებს „ანორთოსისის“ შემტევი თორნიკე ოქრიაშვილი გამოაკლდა და მის ნაცვლად გუნდს ვაკო გვილია დაეხმარება.

რაც შეეხება ნაკრების ლეგიონერებს – თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოვლენ. ამ სიაში არიან გიორგი ლორია, გიორგი ქვილითაია, გურამ გიორბელიძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ლევან შენგელია, ოთარ კაკაბაძე, დავით ხოჭოლავა და ვაკო გვილია. ისინი გუნდთან ერთად ხვალ ივარჯიშებენ.

საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში კიდევ მხოლოდ ერთ ვარჯიშს 23 მარტს გამართავს, მერე კი სტოკჰოლმში ვილი სანიოლის გუნდი ჩარტერული ავიარეისით გაემგზავრება.

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა შვედეთის, ესპანეთისა და საბერძნეთის წინააღმდეგ:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი, თბილისი, საქართველო), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგი, ავსტრია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ვალენსიენი, საფრანგეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, ანკარა, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), ლაშა პარუნაშვილი (ესბიერგი, დანია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, გრაცი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ლევან შენგელია (კონიასპორი, კონია, თურქეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, ბუდაპეშტი, უნგრეთი)

 

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სტუმრად შვედეთის წინააღმდეგ გამართავს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველის პირველი არხი შემოგთავაზებთ.