ლუკ ვოლტონი სავარაუდოდ სულ მალე „ლეიკერსის“ მთავარი მწვრთნელი აღარ იქნება. 2018-19 წლების რეგულარული სეზონის დასრულებამდე ლოს ანჯელესურ გუნდს ოთხი შეხვედრა დარჩა გასამართი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი გუნდისთვის ლებრონ ჯეიმსის მისვლის მიუხედავად, მიმდინარე სეზონი უაღრესად წარუმატებელი გამოდგა. ამერიკულ მედიაში უკვე აქტიურად მიდის საუბრები ვოლტონის შემცვლელზე.
კანდიდატებს შორის დასახელებულები არიან ჯეისონ კიდი, ტაირონ ლუ, ტომ ტიბოდო და სხვები. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამერიკული ბუკმეიკერული კომპანიები „ლეიკერსის“ მწვრთნელობის ფავორიტ კანდიდატად ლებრონ ჯეიმსის ყოფილ გუნდელს ჯუვან ჰოვარდს მიიჩნევენ.
ამჟამად ჰოვარდი „მაიამი ჰიტში“ მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს. გთავაზობთ მწვრთნელობის კანდიდატთა პირველ ხუთეულს –
ჯუვან ჰოვარდი 4/1
ტაირონ ლუ 7/1
ლუკ ვოლტონი 7/1
ტომ ტიბოდო 15/2
ჯეისონ კიდი 9/1