ჯუღელი „იუვენტუსს“ და „ინტერს“ შეხვდა, კვარაცხელიას ფასი 20 მილიონი ევროა #1TVSPORT
ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „ურალთან“ შეხვედარში დაშავდა, მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელთან დაკავშირებით სატარანსფერო საუბარი არ წყდება.
„ქართველს თავდამსხმელს. ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინი“ 20 მილიონი ევროს საფასურად გაუშვებს“ – იუწყება „ბეტინსაიდერი“.
მისი ცნობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი და ყაზანური კლუბის იურისტი მიხეილ პროკოპეცი „იუვენტუსთან“ და „ინტერთან“ მოთამაშის თაობაზე წინასწარი მოლაპარაკებებისთვის იტალიაში გასულ კვირას გაფრინდნენ.
„იტალიური კლუბები არსებით ინტერესს იჩენენ „რუბინის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ. როგორც „ბეტინსაიდერი“ ყაზანური კლუბის ხელმძღვანელობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ფეხბურთელის შეძენით „იუვენტუსი“ და „ინტერი“ ინტერესდებიან. წყაროს თანახმად, გასულ კვირას ფეხბურთელის აგენტი მამუკა ჯუღელი და მიხეილ პროკოპეტსი („რუბინის“ ინტერესების დამცველი ადვოკატი) „იუვენტუსის“ და „ინტერის“ წარმომადგენლებს იტალიაში შეხვნენ. მათ აპენინურ კლუბებთან დააფიქსირეს, რომ კონტრაქტში მითითებული ფეხბურთელის ნასყიდობის ფასი 20 მილიონი ევროა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარაცხელიათი „ბაიერნი“ და „მილანიც“ ინტერესდებიან“.
ეს ამბავი ხვიჩას ტრავმამდე მოხდა. რა იქნება ამის შემდეგ, ჯერ უცნობია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სერიოზულია ჩვენი ფეხბურთის იმედის ტრავმა.