ჯუდ ბელინგემს მხრის ტრავმა აქვს და დამატებითი გამოკვლევა სჭირდება #1TVSPORT
ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შეხვედრაში მადრიდის „რეალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ჯუდ ბელინგემმა მხრის ტრავმა მიიღო და მისი თამაში ჩემპიონთა ლიგის მატჩში „ბრაგას“ წინააღმდეგ საეჭვოა.
„რაიო ვალეკანოსთან“ თამაშისას მიღებული დაზიანების მიუხედავად, ბელინგემი მოედანზე დარჩა, თუმცა მატჩის შემდეგ „სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ინგლისელ ფეხბურთელს დამატებითი გამოკვლევის ჩატარება სჭირდება.
მიმდინარე სეზონში 20 წლის ფეხბურთელი „რეალის“ საკვანძო ფიგურად იქცა. მან ყველა ტურნირზე 13 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლისთან“, პორტუგალიურ „ბრაგასა“ და „უნიონ ბერლინთან“ ერთად გამოდის. ესპანელებს სამი ტურის შემდეგ ცხრა ქულა აქვთ და პირველ ადგილზე არიან.