ჯუდ ბელინგემის 7-თვიანი ლიდერობის შემდეგ, ვინისიუსი „ოქროს ბურთის“ ახალი ფავორიტი გახდა #1TVSPORT
მადრიდის „რეალის“ გარემარბი ვინისიუსი 2024 წლის „ოქროს ბურთის“ მოპოვების ახალი ფავორიტი გახდა.
ბუკმეიკერთა ვერსიით, შვიდი თვის განმავლობაში ლიდერობას ინარჩუნებდა „რეალის“ ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალში მადრიდული კლუბის მიერ „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ პირველ ადგილზე ვინისიუსმა გადაინაცვლა.
საუკეთესო სამეულში შეინარჩუნა ადგილი „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა, კილიან მბაპემ.
„ოქროს ბურთის“ ფავორიტები ბუკმეიკერთა ვერსიით:
- ვინისიუსი (რეალი) – 2.87
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 3.75
- კილიან მბაპე (პსჟ) – 7.00
- ჰარი კეინი (ბაიერნი) – 7.50
5-7. ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 17.00
5-7. როდრი (მანჩესტერ სიტი) – 17.00
5-7. ტონი კროოსი (რეალი) – 17.00
8-9. ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი) – 21.00
8-9. ლიონელ მესი (ინტერ მაიამი) – 21.00
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 26.00