ჯუდ ბელინგემი მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, ხვიჩა კვარაცხელია 37-ე ადგილზეა #1TVSPORT
სპორტული კვლევების საერთაშორისო ცენტრმა (CIES) 5500 ტრანსფერის ანალიზზე დაფუძნებული სტატისტიკური მოდელის მეშვეობით შეადგინა 100 ფეხბურთელის სია, რომლებსაც ყველაზე მაღალი საბაზრო ღირებულება გააჩნიათ.
ამ მომენტისთვის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია „რეალის“ ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემი.
სიაში მოხვდა „ნაპოლის“ შემტევი ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც 98.3 მილიონ ევროდ არის შეფასებული და 37-ე ადგილზეა.
TOP 20-ში მოხვდნენ:
- ჯუდ ბელინგემი (რეალი) – 280,4 მლნ. ევრო
- ერლინგ ჰალანდი (მანჩესტერ სიტი) – 255,3 მლნ
- ვინისიუსი (რეალი) – 240,8 მლნ
- როდრიგო (რეალი) – 220,7 მლნ
- ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი) – 203,8 მლნ
- ბუკაიო საკა (არსენალი) – 195,2 მლნ
- ხულიან ალვარესი (მანჩესტერ სიტი) – 168,4 მლნ
- ლამინ იამალი (ბარსელონა) – 140,8 მლნ
- მარტინ ედეგორი (არსენალი) – 135,6 მლნ
- ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი) – 133,8 მლნ
- გაბრიელ მარტინელი (არსენალი) – 127,1 მლნ
- კოულ პალმერი (ჩელსი) – 126,4 მლნ
- ფედერიკო ვალვერდე (რეალი) – 124,3 მლნ
- რასმუს ჰოილუნდი (მანჩესტერ იუნ) – 123,7 მლნ
- ჯამალ მუსიალა (ბაიერნი) – 120,5 მლნ
- კაი ჰავერტცი (არსენალი) – 116,4 მლნ
- იოშკო გვარდიოლი (მანჩესტერ სიტი) – 115 მლნ
- ალეხანდრო გარნაჩო (მანჩესტერ იუნ) – 112,7 მლნ
- ედუარდო კამავინგა (რეალი) – 112,5 მლნ
20. ჩავი სიმონსი (პსჟ) – 112,1 მლნ