ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების შესყიდვის ინიციატივით გამოდის
ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების შესყიდვის ინიციატივით გამოდის

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი უკრაინისთვის ორი მილიარდი ევროს ღირებულების საბრძოლო მასალების შესყიდვის ინიციატივით გამოდის.

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების დღევანდელ შეხვედრაზე ჯოზეფ ბორელმა ორი მილიარდი ევროს ღირებულების სამპუნქტიანი გეგმა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, უკვე არსებული მარაგებიდან საბრძოლო მასალების გამოყოფისთვის მშვიდობის ევროპული ფონდიდან ერთი მილიარდი ევრო გამოიყოფა.

მეორე ნაბიჯი კი 155 მმ-იანი კალიბრის მქონე საბრძოლო მასალების ერთობლივი შესყიდვებია, რომლისთვისაც ასევე ერთი მილიარდი ევრო გამოიყოფა. ამასთან, ევროკავშირის მრეწველობა საომარ მდგომარეობაში გადავა.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, წლის ბოლომდე იგეგმება 30 000 უკრაინელი სამხედროს მომზადება. 11 000 მათგანი უკვე მარტის ბოლოს დაიწყებენ სწავლებას.