ჯოვინოს „ბნეი სახნინში“ თამაში სურს, ბათუმის „დინამო“ კომპენსაციას ითხოვს #1TVSPORT
ჯოვინოს „ბნეი სახნინში“ თამაში სურს, ბათუმის „დინამო“ კომპენსაციას ითხოვს #1TVSPORT

ჯოვინო ფლამარიონს ისრაელის უმაღლესი დივიზიონის (ლიგატ ჰაალი) გუნდში, „ბნეი სახნინში“ გადასვლა სურს, მაგრამ ბათუმის „დინამო“ საუკეთესო თავდამსხმელს კომპენსაციის გარეშე არ გაუშვებს – ინფორმაციას ისრაელში ადგილობრივი გამოცემა Sport5.co.il-ი ავრცელებს.

„ბნეი სახნინი“ ბათუმის „დინამოს“ ბრაზილიელ თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

„ბნეი სახნინის“ პრეზიდენტის, მოჰამედ აბუ იუნესის ახალი სამიზნე ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონია. დუბაიში პირად შვებულებაში მყოფ ბრაზილიელს „ბნეი სახნინში“ მოხვედრა სურს, მაგრამ გუნდი სირთულეებს უქმნის და კომპენსაციას ითხოვს. ბრაზილიელს კონტრაქტი დეკემბერში ეწურება და ახლა გათავისუფლების თანხაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

26 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 13 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. გასულ სეზონში ის საქართველოს ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო 19 გოლით და 9 საგოლე გადაცემით, გარდა ამისა, კონფერენს ლიგის შესარჩევ ეტაპზე ორი გოლი გაიტანა.

ჯოვინო ფლამარიონი „პალმეირასის“ აკადემიის გაზრდილია. ბათუმის „დინამოს“ გარდა, ვოლგოგრადის „როტორსა“ და მონტენეგროს „ლუბკენში“ თამაშობდა“, – წერს გამოცემა.