ჯოვინომ ოთხი ჯილდო მიიღო, გეგუჩაძეს კუთვნილი პრიზი გადასცეს #1TVSPORT
ეროვნულ ლიგაში გორის „დილასთან“ შეხვედრამდე ბათუმის „დინამოს“ ორი წარმომადგენელი დააჯილდოეს – გია გეგუჩაძე და ჯოვინო ფლამარიონი.
მატჩის დაწყებამდე ჯოვინო ფლამარიონს და გია გეგუჩაძეს სიმბოლური პრიზები გადაეცათ. ბათუმელთა დამრიგებელმა ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის პირველი წრის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი მიიღო. ჯოვინო ფლამარიონმა კი ერთდროულად ოთხი ჯილდო დაიმსახურა.
ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი ეროვნული ლიგის 2022 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად და საუკეთესო თავდამსხმელად აღიარეს; პლუს, იგი ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, მაგრამ ჯოვინო მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდა და სამივე ჯილდო ახლა გადასცეს. ამას გარდა, „დინამოს“ ბრაზილიელი ლეგიონერი ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი წრის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს და ეს პრიზიც ახლა მიიღო.