ჯოვინო ყველაზე ძვირად ღირებულია - აზაროვის ფასი გაიზარდა #1TVSPORT
ჯოვინო ყველაზე ძვირად ღირებულია - აზაროვის ფასი გაიზარდა #1TVSPORT

ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა და ცნობილი გახდა ლიგის ყველაზე ძვირად ღირებული მოთამაშეების სია.

გერმანული სამენეჯერო სააგენტოს შეფასებით, ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ბათუმის „დინამოს“ ერთ-ერთი ლიდერი ფლამარიონ ჯოვინოა, რომლის სატრანსფერო შეფასებაც 700,000 ევროა, თუმცა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ მისი ფასი 200,000 ევროთი შემცირდა.

ყველაზე დიდ პროგრესი ირაკლი აზაროვს აქვს, რომლის ტრანსფერიც 250 ათასად ფასობდა, მაგრამ ბათუმის „დინამოში“ ევროთასებზე ჩატარებული მატჩების და ნაკრებში დებიუტის შემდეგ მის გრაფაში 650 000 ევრო დაიწერა.

სიაში ყველაზე მეტი, 5 ფეხბურთელი ბათუმის „დინამოდან“ მოხვდა. ელიგის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელების სიაში მხოლოდ სამი კლუბის წარმომადგენელია – 4 წარმოადგენს „დინამო თბილისს“, ხოლო 3 – „ლოკომოტივს“.

ელიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელები

ფლამარიონ ჯოვინო, დინამო ბთ 700,000 (-200,000 ევრო)

ირაკლი აზაროვი, დინამო ბთ 650,000 (+400,000 ევრო)

ჯაბა ჯიღაური, დინამო ბთ 500,000 (+100,000 ევრო)

ზორან მარუშიჩი, დინამო თბ 450,000 (+100,000 ევრო)

თორნიკე კირკიტაძე, ლოკომოტივი 450,000 (-25,000 ევრო)

ულად-იმრან ომარი, ლოკომოტივი 400,000 (-25,000 ევრო)

ლადო მამუჩაშვილი, დინამო ბთ 400,000 (+125,000 ევრო)

ბექა დარცმელია, ლოკომოტივი 400,000 (-25,000 ევრო)

დავით სხირტლაძე, დინამო თბ 400,000 (+100,000 ევრო)

მილან რადინი, დინამო თბ 400,000 (+100,000 ევრო)

საბა ხვადაგიანი, დინამო თბ 400,000 (+200,000 ევრო)

სანდრო ალთუნაშვილი, დინამო ბთ 400,000 (+100,000 ევრო)