ჯოვინო გერმანული სისტემით ელიგის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT
ჯოვინო გერმანული სისტემით ელიგის საუკეთესო მოთამაშეა #1TVSPORT

ჯოვინო ფლამარიონი გერმანული სისტემით (გოლი+პასი) ეროვნული ლიგის დასრულებული სეზონის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეა.

ბათუმის „დინამოს“ თავდამსხმელი დასრულებულ სეზონში 19 გოლით ეროვნული ლიგის ბომბარდირი გახდა. ამას გარდა, მან 6 საგოლე გადაცემა შეასრულა და გოლი+პასით 25 ქულა დააგროვა, რაც ჩემპიონატში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა.

ელიგის ყველაზე სასარგებლო მოთამაშეები (გოლი+პასი)

1.ჯოვინო, დინამო ბთ 25 (19 გოლი + 6 პასი) გოლი

2. ჯეფინიო, სამგურალი 20 (7+13)

3. უსმანე კამარა, დინამო თბ 18 (10+8)

4. ირაკლი სიხარულიძე, საბურთალო 16 (12+4)

5-7. ირაკლი რუხაძე, სამგურალი 15 (13+2)

5-7. გიორგი მოისწრაფიშვილი, დინამო თბ 15 (7+8)

5-7. სტანისლავ ბილენკი, დინამო თბ 15 (10+5)

ბრაზილიელმა შემტევმა გუნდთან ახალი კონტრაქტი მარტში გააფორმა და ბათუმის „დინამოში“ 2023 წლის ბოლომდე დარჩება.