ჯოვინო ფლამარიონი: ელიგაში საუკეთესოდ აღიარება ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტია (ვიდეო)
ეროვნული ლიგის 2019 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ლეგიონერი ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი აღიარეს.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ სპეციალური ვიდეო ჩაწერა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც მისი აზრით, ამ ჯილდოს მიღებაში თავისი როლი ითამაშა,
„მოგესალმებით – ყველას მადლობა მინდა გადავუხადო ამ ჯილდოსთვის. ჩემთვის ეს აღიარება ძალიან ბევრს ნიშნავს. მადლობა ჩემს გუნდს, ბათუმის „დინამოს“, მწვრთნელს, მის პერსონალს, თანაგუნდელებსა და მეგობრებს. ეს ჩემს კარიერაში მნიშვნელოვანი მომენტია და ბედნიერი ვარ. მადლობას ვუხდი ბათუმის „დინამოს“ ყველა გულშემატკივარს და გილოცავთ ახალ წელს“ – ამბობს ჯოვინო ფლამარიონი.