ჯოვინო ფლამარიონი - ბათუმის „დინამო“ და მისი ფანები სულ ჩემს გულში იქნებიან
ვოლგოგრადის „როტორში“ გადასული 24 წლის თავდამსხმელი ჯოვინო ფლამარიონი ბათუმის „დინამოს“ და მის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული წერილით დაემშვიდობა.
„რუსეთის გუნდ „როტოვში“ ჩემი ტრანსფერი უკვე ოფიციალურად დადასტურებულია. უპირველესად, ღმერთს მადლობა მინდა ვუთხრა ამ შესაძლებლობისა და შანსისთვის, ასევე იმ ხალხს ვინც გულთან მიიტანა ის ფაქტი, რომ ჩემს კარიერაში შეიძლება უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყოს. ეს წლები ჩემთვის იყო უდიდესი გამოცდილება და მხოლოდ დადებითად და დიდი სიყვარულით დამამახსოვრდება ამ შესანიშნავი გუნდიდან, რომელსაც ბათუმის „დინამო“ ჰქვია. დიდი მადლობა კლუბის უკლებლივ ყველა წევრს, მწვრთნელებს, სტაფს, პრეზიდენტს და ჩემს თანაგუნდელებს. უდიდესი მადლობა საქართველოში უდაოდ საუკეთესო და ერთგულ ფანკლუბ „პირატებს“. რომელთა მხარდაჭერას ყოველთვის ვგძნობდი. ისინი სულ ჩემს გულში იქნებიან. მადლობა ყველას გულთბილი მესიჯებისთვის და მხარდაჭერისთვის,“ – წერს ჯოვინო ფლამარიონი.