პრომოუტერული კომპანია „ტოპ რენკის“ (Top Rank) პრეზიდენტმა ბობ არუმმა განაცხადა, რომ შესაძლებელია სუპერმძიმე წონაში უმსხვილესი საკრივო შოუს მოეწყოს.
„ინვესტორები საუდის არაბეთიდან გამოთქვამენ სურვილს – მოაწყონ გრანდიოზული შოუ სუპერმძიმე წონაში.
ჩვენ განვიხილავთ ყველაფერს, რასაც შემოგვთავაზებენ. ეს შეიძლება იყოს ფიური-ჯოშუას, ფიური-უაილდერის ან ჯოშუა-პულევის ორთაბრძოლების ორგანიზება. ჩვენ გვაქვს მათთან მოლაპარაკებები, არაფერს გამოვრიცხავთ“, – განაცხადა არუმმა.
„ბოქსინგ ნიუსის“ ინფორმაციით, სავსებით შესაძლებელია, ერთი საკრივო შოუს ფარგლებში ჩატარდეს ორი ბრძოლა: ტაისონ ფიური დეონტეი უაილდერის წინააღმდეგ და ენტონი ჯოშუა კუბრატ პულევის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ ენტონი ჯოშუასა და ენდი რუისის საჩემპიონო ორთაბრძოლა საუდის არაბეთში გაიმართა.