„ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის“ მიმდინარე სეზონი ნაადრევად დასრულდა.
გუნდს პლეი ოფში გასვლის შანსი უკვე რამდენიმე დღეა დაკარგული აქვს. გარდა ამისა ლოს ანჯელესელური გუნდის წამყვან მოთამაშეებს ტრავმები აწუხებთ.
სეზონი დასრულებულია ლონზო ბოლისთვის და ბრენდონ ინგრამისთვის. ახლა კი ლაზარეთს ჯოშ ჰარტიც შეემატა. „ლეიკერსის“ დამცველს მარჯვენა მუხლზე პროცედურები ესაჭიროება.
რეაბილიტაციის პროცესი მინიმუმ 12 კვირას გასტანს.