Jornadaperfecta - გიორგი მამარდაშვილი უფრო საიმედოა, ვიდრე ლა ლიგაში მასზე ძვირად ღირებული მეკარეები #1TVSPORT
ესპანურმა გამოცემამ, jornadaperfecta-მა წერილი გამოაქვეყნა გიორგი მამარდაშვილის შესახებ. ჟურნალისტი წერს, რომ „ვალენსიის“ ქართველი უფრო უფრო საიმედოა, ვიდრე ლა ლიგაში მასზე ძვირად ღირებული მეკარეები.
საუკეთესო მამარდაშვილი დაბრუნდა
„ქართველი მეკარე „ვალენსიისთვის“ კვლავ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბოლო თამაშების გათვალისწინებით, მისი ახალი კონტრაქტი შეიძლება გახდეს ფსონი მომავლის გუნდისთვის, რომელიც გულშემატკივრების ოცნებებში ყალიბდება.
„ვალენსიის“ ახალგაზრდული გუნდისთვის ბევრი რამაა გასათვალისწინებელი. შემადგენლობაში აუცილებელია ძლიერი მეკარე, რომელიც კარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს რთული ამოცანაა, რომელიც თავის დროზე „მესტალიაზე“ გიორგი მამარდაშვილის მოყვანით გადაჭრეს.
„ბარსელონას“ გერმანელმა მეკარემ, ტერ შტეგენმა (მისი სატრანსფერო ღირებულება თითქმის ორჯერ აღემატება ქართველისას) ბოლო ექვს თამაშში Diario AS-ისა და Sofascore-ისგან, საშუალოდ, 2.6 და 5 ქულა მიიღო. ასევე, უფრო ძვირად ღირებულია „რეალ სოსიედადის“ კარის დარაჯი ალექს რემირო, რომლის შეფასებებიც, საშუალოდ, 4.6 და 6.3-ია. სტატიის მთავარი გმირის ამჟამინდელი საშუალო ქულები კი ორივე სარეიტინგო სისტემაში 6-ზე მეტია.
იესპერ სილესენის განუწყვეტელი ტრავმების გამო გიორგი მამარდაშვილმა შემადგენლობაში შანსი მიიღო და შესანიშნავი თამაშით გუნდს საიმედოობა შესძინა. ახლა ქართველი „ვალენსიის“ კარს შესანიშნავად იცავს“, – წერს ესპანური გამოცემა.