ჯორჯია მელონი – ესპანეთის ანკლავ სეუტიდან გავრცელებული კადრები შოკისმომგვრელია, იტალია მზად არის, ევროპის საზღვრების დასაცავად საგანგებო ზომები მიიღოს, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის შეჩერება
FILE PHOTO: Italian Prime Minister Giorgia Meloni speaks during a news conference to present her government's first budget in Rome, Italy, November 22, 2022. REUTERS/Remo Casilli/File Photo
იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაშიგანვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
„სეუტიდან გავრცელებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის კონკრეტულ საფრთხეს ქმნის“, – განაცხადა მელონიმ.
მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრს, მატეო პიანტედოზის ესაუბრა. როგორც მელონიმ აღნიშნა, იტალია მზად არის საგანგებო ზომებისთვის, მათ შორის ესპანეთიდან შემოსული პირებისთვის სასაზღვრო კონტროლის აღდგენისთვის.
„იტალია გვერდით არ დადგება და უბრალოდ არ დააკვირდება მოვლენებს. ჩვენ მოვიწვევთ შესაბამის უწყებებს და ამ შეხვედრების შემდეგ მზად ვართ, საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დასაცავად მივიღოთ საგანგებო ზომები, მათ შორის ესპანეთთან შენგენის ზონის შეჩერება. არალეგალური მიგრაციის საკითხში ჩვენ არც ერთ სანტიმეტრს არ დავთმობთ: საზღვრების დაცვა, ადამიანებით მოვაჭრეთა შეჩერება და ეფექტური რეპატრიაციის უზრუნველყოფა ამ მთავრობის ხაზი იქნება“, – აღნიშნა იტალიის პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, მაროკოდან ესპანეთის ჩრდილოეთ აფრიკულ ანკლავ სეუტაში რამდენიმე საათში ათასობით მიგრანტი შევიდა. ადგილობრივი ხელისუფლება მადრიდს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისა და დამატებითი ძალების გაგზავნისკენ მოუწოდებს.