ჯორჯ გროუვსმა სპორტიდან წასვლის შესახებ გააკეთა განცხადება
LONDON, ENGLAND - AUGUST 24: George Groves talks to the media during a press conference ahead of the George Groves and Callum Smith fight at The Landmark Hotel on August 24, 2018 in London, England. (Photo by Bryn Lennon/Getty Images)
კრივის მსოფლიო ასოციაციის (WBA) ჩემპიონი სუპერსაშუალო წონაში ჯორჯ გროუვსი სპორტიდან წასვლის შესახებ აკეთებს განცხადებას. 30 წლის მოკრივემ მსოფლიოს ჩემპიონობა თანამემამულე ქელამ სმითთან გასული წლის სექტემბერში გამართულ ბრძოლაში დათმო.
საგანგებო განცხადებაში გროუვსმა თქვა, რომ რინგზე გასვლის სურვილი აღარ აქვს და არ სურს, რომ ტრავმების ან სიბერის გამო მოუხდეს სპორტის დატოვება.
გარდა ამისა, ბრიტანელი მოკრივე გულშემატკივრებს მოუწოდებს, ილოცონ ედუარდ გუთნეხტისთვის, რომელსაც 2016 წელს, გროუვსთან ბრძოლის შემდეგ, ტვინში ანევრიზმა გაუსკდა და ამის გამო სიარულისა და ლაპარაკის უნარი დაკარგა.
„იმ ბრძოლამ დამანახა, რომ კრივს შეიძლება სასტიკი შედეგები მოჰყვეს და თავს პირობა მივეცი, მხოლოდ იმ შემთხვევაში გავსულიყავი რინგზე, როცა ეს აუცილებელი იქნებოდა“, – აცხადებს გროუვსი.