დაახლოებით ხუთი თვის მანძილზე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) სატრანსფერო კუთხით სიახლე არ დაფიქსირებულა, გუშინ კი ცნობილი გახდა, რომ „კლივლენდ კავალიერსმა“ მიაღწია შეთანხმებას „იუტასთან“.
„ესპნ“-ის (ESPN) ჟურნალისტი ადრიან ვოჟნაროვსკი იუწყება, რომ ჯორდან კლარკსონი „ჯაზის“ ღირსებას დაიცავს. მის მაგივრად კი „კავალიერსში“ დანტე ექსკუმი ითამაშებს. გარდა ამისა, იუტელებს „კლივლენდისთვის“ ორი პირველი რაუნდის დრაფტის კალათბურთელის დათმობა მოუწევს.