„ლივერპულის“ ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი „ბი-ბი-სის“ (BBC) მკითხველთა ვერსიით პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.
ჰენდერსონმა გამოკითხულთა ხმების 23 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილი მისმა თანაგუნდელმა, ფორვარდმა სადიო მანემ (17 პროცენტი), მესამე კი „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა (14 პროცენტი) დაიკავა.
ამ სეზონში ჰენდერსონმა პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, სამი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი პასი შეასრულა.