19 სექტემბერს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მსუბუქი წონითი დივიზიონის სატიტულო ბრძოლა იგეგმებოდა, თუმცა ხაბიბ ნურმაგომედოვის მამის, აბდულმანაპის გარდაცვალების შემდეგ გეგმები აირია. აღნიშნული ქარდის (UFC 253) მთავარი ბრძოლა საშუალო წონით დივიზიონში ჩემპიონ ისრაელ ადესანიასა და პაოლო კოსტას შორის შედგება.
როგორც ცნობილი ხდება, ამ ღონისძიებას, რომელიც აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე გაიმართება, კიდევ რამდენიმე საინტერესო ბრძოლა უკვე დაემატა. UFC-ის ოქტაგონზე დაუმარცხებელი რაიან სპენი (18-5, UFC 4-0) ჯონი ვოკერს (17-5, UFC 3-2) დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ სპენმა ბოლო ბრძოლაში სემ ალვი დაამარცხა. ჯონი ვოკერს კი ბოლო ორი ბრძოლა წაგებული აქვს (კორი ანდერსონი და ნიკიტა კრილოვი)
UFC 253-ის სხვა დაანონსებული ბრძოლები
ისრაელ ადესანი – პაულო კოსტა
მაკენზი დერნი – რანდა მარკოსი
ჰეილი ალატენი – კესი კენი
მარა რომერო ბორელა – მაირა ბუენო სილვა
ჰაკიმ დავოდუ – ზუბაირა ტუხუგოვი
შამილ აბდურახიმოვი – სირილ გეინი
რაიან სპენი – ჯონი ვოკერი