ჯონ ვოლი აქტიურ სპორტს მინიმუმ 12 თვით ჩამოშორდა
ჯონ ვოლი აქტიურ სპორტს მინიმუმ 12 თვით ჩამოშორდა

ჯონ ვოლისთვის სეზონი დეკემბერში დასრულდა. ვაშინგტონის გამთამაშებელს ქუსლის ტრავმა აქვს. „ვიზარდსის“ ლიდერმა ოპერაცია უნდა გაიკეთოს იმისათვის, რომ ძვლის ქრონიკული ტკივილი მოირჩინოს.

ექიმების საბოლოო დასკვნა დღეს გახდა ცნობილი. ჯონ ვოლს რეაბილიტაციისთვის წელიწადი სჭირდება. ოპერაციის ზუსტი დღე ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ვოლის ტრავმა დემარკუს ქაზენსის ტრავმის ანალოგიურია და „ბუგის“ მწყობრში ჩასადგომად სწორედ ამდენი დასჭირდა.