ჯონ ტერიმ მე-18 საუკუნის სახლი შეიძინა
ჯონ ტერიმ მე-18 საუკუნის სახლი შეიძინა

ლეგენდარულმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ ქალაქგარეთ შეიძინა მე-18 საუკუნის სახლი, რომელსაც შვიდი საძინებელი, ზამთრის ბაღი, საჩოგბურთო კორტი და დიდი თავლა აქვს.

სახლი სურეიში მდებარეობს, კობჰემში ტერის სახლთან ახლოს, რომელსაც ფეხბურთელი და მისი მეუღლე მრავალი წლის განმავლობაში არემონტებდნენ. იტყობინებიან, რომ სახლის ნაწილი აშენდა 1752 წელს, უფრო გვიანიმიშენებები კი მე-20 საუკუნეში გაჩნდა.

ტერიმ დაიქირავა ორი დიზაინერი, რათა ცვლილებები შეიტანოს დიზაინში, მაგალითად, მდიდრულ და შეკვეთით შესრულებულ სამზარეულოში. გაზეთ “სანის” ინფორმაციით, ყოფილმა ფეხბურთელმა სახლი ხუთ მილიონ ევროდ შეიძინა, გარდა ამისა, ორი მილიონი გამოყო მდიდრული სახლის მოსაწყობად.

დატოვე კომენტარი