ლეგენდარულმა ინგლისელმა მცველმა, ჯონ ტერიმ, ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. ეს გადაწყვეტილება მან სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა.
„23 საოცარი წლის შემდეგ აქტიური საფეხბურთო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მივიღე,“ – დაწერა ტერიმ.
კარიერის დიდი ნაწილი მან „ჩელსიში“ გაატარა – 1998-2017 წლებში 717 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 67 გოლი გაიტანა, კარიერის ბოლო სეზონი კი ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ ითამაშა, სადაც 36 შეხვედრაში ერთი გოლი შეაგდო.
ინგლისის ეროვნულ ნაკრებში (2003-12 წლები) მისი სტატისტიკა – 78 მატჩი და ექვსი გოლია.
რაც შეეხება ტიტულებს, მან ხუთჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა და ინგლისის ასოციაციის თასი, სამჯერ – ინგლისის ლიგის თასი, თითოჯერ ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა და ევროპის ლიგა.