ლონდონის „ჩელსის” ყოფილი კაპიტანი ჯონ ტერი უახლოეს დღეებში დაასრულებს კარიერას. 2017-18 წლების სეზონი ფეხბურთელმა „ასტონ ვილაში” გაატარა და ამჟამად უკლუბოდაა.
ტელეკომპანია Sky Sports -მა ტერის ექსპერტად მუშაობა შესთავაზა. ტელეარხის ხელმძღვანელობა სწორედ მასში ხედავს ტიერი ანრის შემცვლელს, რომელმაც Sky სამწვრთნელო კარიერის გამო დატოვა, – იტყობინება Mirror.
ტერიმ 19 წელი გაატარა „ჩელსიში” და ამ გუნდთან ერთად ხუთჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული და ერთხელ ჩემპიონთა ლიგა. 37 წლის მცველს ინგლისის ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული.