„ჩელსის“ ლეგენდა ჯონ ტერი სათავეში, ლონდონური კლუბის ახალგაზრდულ გუნდს (U23) ჩაუდგება, – წერს გაზეთი Mirror. ამ პოსტზე ტერი ჯოდი მორისს შეცვლის, რომელიც ახლა, „დერბი ქაუნთიში“ ფრენკ ლემპარდთან მუშაობს.
37 წლის ტერი სეზონში 800 ათას ფუნტს გამოიმუშავებს. მცველი „ჩელსიში“ 1998-2017 წლებში თამაშობდა, რის შემდეგაც, ერთი სეზონი „ასტონ ვილაში“ გაატარა.
სექტემბერში, ტერის მოსკოვის „სპარტაკსაც“ უკავშირებდნენ, მაგრამ ინგლისის ნაკრების ყოფილმა მცველმა, რუსების წინადადებაზე უარი ბოლო მომენტში თქვა.