“დიდი სლემის” ტურნირების შვიდგზის ჩემპიონ ჯონ მაკინროის მიაჩნია, რომ 36 წლის შვეიცარიელი, როჯერ ფედერერი, ვეღარ შეძლებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში პროფესიულ ტურში გამოსვლას.
“დაუჯერებელია ის, რასაც ფედერერი აკეთებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წელს მას 37 წელი შეუსრულდება. სოლიდური ასაკის მიუხედავად, როჯერი შესანიშნავად გადაადგილდება კორტზე. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ სულ მალე, ასაკი თავისას იზამს. შორს არ არის ის დღე, როცა ფედერერი ჩოგანს გადააგდებს და სხვა საქმეს აირჩევს.
როცა ფედერერი კარიერას დაასრულებს, ჩოგბურთი არ შეწყვეტს თავის არსებობას. ცხადია, რომ რთული იქნება ისეთი ადამიანის ჩანაცვლება, როგორიც როჯერია, მაგრამ იქნებიან ახალი ვარსკვლავები და ახალი ისტორიები. ასე ხდებოდა ყოველთვის”, – თქვა მაკინროიმ მორგენ პოსტთან ინტერვიუში.