თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ჯონ კოლინსი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუნდს არ შეიცვლის და „ატლანტაში“ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას ადრიან ვოჟნაროვსკი ავრცელებს.
23 წლის ტალანტის სახელს „ბოსტონსა“ და „შარლოტს“ უკავშირებდნენ, თუმცა, დიდი ალბათობით, კოლინსი ჯორჯიაში დარჩება. რამდენიმე დღის წინ „ჰოუქსის“ გენერალურმა მენეჯერმა ტრევის შლენკმა განაცხადა, რომ გუნდი კოლინსისთვის ახალი პირობების შეთავაზებას აპირებდა. როგორც ჩანს, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
„ატლანტამ” ნეიტ მაკმილანის მისვლის შემდეგ ცხრიდან რვა მატჩი მოიგო. რაც შეეხება ჯონ კოლინს, მიმდინარე სეზონზე ის მატჩში საშუალოდ 18.3 ქულას აგროვებს და საშუალო დისტანციიდან 54%-იანი სიზუსტით ესვრის.