ჯონ კირბი - ვოლოდიმირ ზელენსკი არის მთავარსარდალი, მას შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ იქნება სამხედრო ხელმძღვანელი, ჩვენ ვიმუშავებთ იმასთან, ვინც უხელმძღვანელებს უკრაინის არმიას
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და მას შეუძლია, გადაწყვიტოს, ვინ იქნება სამხედრო ხელმძღვანელი.
„ჩვენ ვიმუშავებთ იმასთან, ვინც უხელმძღვანელებს უკრაინის არმიას. ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს უკრაინელ კოლეგებთან თანამშრომლობას“, – დასძინა კირბიმ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად, ვალერი ზალუჟნის ნაცვლად, ალექსანდრ სირსკი დანიშნა.