ჯონ ჯონსთან დამარცხების შემდეგ სტიპე მიოჩიჩმა კარიერის დასრულება გადაწყვიტა #1TVSPORT
UFC 309-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა სტიპე მიოჩიჩი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ყოფილმა ჩემპიონმა, სტიპე მიოჩიჩმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
„ჯონსი ძალიან ძლიერია, ერთ-ერთი საუკეთესოა ისტორიაში. დაცვაზე ბევრი ვიმუშავეთ, მაგრამ მისი დარტყმების წინააღმდეგ ვერაფერს გავხდი. ბლოკმა არ მიშველა. ჯონსს ამ ბრძოლაში გასაოცარი არაფერი გაუკეთებია, მე კი საკუთარი ამოცანა ვერ შევასრულე. მორჩა, ხელთათმანებს ლურსმანზე ვკიდებ და კარიერას ვასრულებ“, – განაცხადა სტიპე მიოჩიჩმა.