ჯონ ჯონსმა ტაისონის რინგზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა #1TVSPORT
ჯონ ჯონსმა ტაისონის რინგზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა #1TVSPORT

ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო მებრძოლმა, ჯონ ჯონსმა ლეგენდარული მაიკ ტაისონის რინგზე დაბრუნება და ლოგან პოლთან ორთაბრძოლა შეაფასა.

ჯონ ჯონსი: „მძიმე სანახავი იყო მოხუცი ტაისონის ყურება. მაიკმა ეს დაპირისპირება ვარჯიშების ჰაილაითებითა და ასაკისთვის უჩვეულო ათლეტურობით გაყიდა. თუმცა, როგორც როი-ჯონს უმცროსი ამბობს – „ფეხები ვეღარ მუშაობენ“. ჩემთვის სევდიანი სანახაობაა, მაგრამ მაიკს ამ გადაწყვეტილების გამოც დიდ პატივს ვცემ, ეს მაგარი იყო. იმედი მაქვს, კარგად გადაუხადეს“.

შეგახსენებთ, რომ 58 წლის „რკინის მაიკისა“ და 29 წლის ლოგან პოლის ორთაბრძოლა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდა.