ჯონ ჯონსსა და აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს (UFC) შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჰონორარით უკმაყოფილოა და ორგანიზაციიდან წასვლით იმუქრება. აღნიშნულ სიტუაციაზე საკუთარი აზრი გამოთქვა კრივის ლეგენდამ მაიკ ტაისონმა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ რინგზე დაბრუნებაც დაანონსა. „რკინის მაიკი“ ბრწყინვალე ფორმაშია. ტაისონმა აღნიშნა, რომ შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ვერასოდეს მიიღებს მოკრივეზე დიდ ჰონორარს და იმისათვის, რომ დიდი თანხა გამოიმუშავოს, ჯონ ჯონსს მასთან ბრძოლა კრივის რინგზე მოუწევს.
მსოფლიო მედია ტაისონის მეტოქედ რამდენიმე კანდიდატს ასახელებს. ერთერთი მათგანი 57 წლის ვეტერანი ევანდერ ჰოლიფილდია, რომელმაც მაიკი კარიერის მანძილზე ორჯერ დაამარცხა. კანდიდატებს შორის თამამად შეგვიძლია დავასახელოთ ჯონ ჯონსიც, რომელმაც სოციალურ ქსელში ტაისონ გამოწვევას უპასუხა.
„მაიკ ტაისონ – მე გავმართავ კრივის რინგზე შენთან ბრძოლას იმ შემთხვევაში თუ დამპირდები, რომ შემდეგ ოქტაგონში დამიპირისპირდები.“ – წერს ჯონსი საკუთარა ტვიტერზე.