ჯონ ჯონსმა დომინიკ რეიესი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეცამეტედ დაიცვა (ვიდეო)
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ღონისძიება ჰიუსტონში გაიმართა. ნახევრად საშუალო (lightheavyweight) წონითი დივიზიონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი (26-1) დაუმარცხებელ დომინიკ რეიესს (12-1) დაუპირისპირდა და წარმოშობით მექსიკელ ამერიკელს ბევრისთვის უსამართლოდ პირველი მარცხი აგემა.
პირველი და მეორე რაუნდები რეიესის უპირატესობით წარიმართა. დომინიკმა ჩემპიონზე მეტი დარტყმა განახორციელა და ჯონსი საკმაოდ აანერვიულა. მესამე რაუნდმა შედარებით გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა სტატისტიკური მონაცემებით მცირე უპირატესობა კვლავ რეიესს ჰქონდა. საჩემპიონო მე-4 და მე-5 რაუნდები კი ჯონსმა მეტოქეზე უკეთ გამართა და სავარაუდოდ მსაჯებმა მას გამარჯვებაც სწორედ ამიტომ მიანიჭეს. გასაკვირია, რომ სამივე მსაჯმა ჯონსს გამარჯვება ერთხმად მიანიჭეს. ერთერთმა არბიტრმა ჯონსს 49-46 მოგებაც კი ჩაუთვალა, რაც საკმაოდ მოულოდნელი იყო, რადგან ბრძოლა ძალიან დაძაბულად წარიმართა.
იმავე დღეს ვალენტინა შევჩენკომ (19-3) კეტლინ ჩუკაგიანი (13-3) დამაჯერებლად მესამე რაუდნში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ტიტული კიდევ ერთხელ დაიცვა.