ჯონ ჯონსი - კრივის ერთ ბრძოლაში უფრო მეტ თანხას გამოვიმუშავებ, ვიდრე UFC-ის მომდევნო სამ დაპირისპირებაში
აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატსა (UFC) და ჯონ ჯონსს შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ნახევრად მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონმა ტიტული ვაკანტური გახადა და ორგანიზაციიდან დროებით წასვლის შესახებ განაცხადა.
„ბოუნსი“ სოციალურ ქსელში ბოლო დღეების განმავლობაში საკმაოდ აქტიურია. ტვიტერის გვერდზე მან განაცხადა, რომ კრივის ერთ ბრძოლაში გაცილებით მეტ ჰონორარს გამოიმუშავებს, ვიდრე UFC-ის სამ დაპირისპირებაში.
საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება მოვლენები UFC-ის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლთან დაკავშირებით, რადგან მას ორგანიზაციასთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ხელშეკრულების მიხედვით მან კიდევ რამდენიმე ბრძოლა უნდა გამართოს UFC-ის ოქტაგონზე.