ჯონ ჯონსი - გადავწყვიტე, კარიერა ჯერ არ დავასრულო #1TVSPORT
ჯონ ჯონსი - გადავწყვიტე, კარიერა ჯერ არ დავასრულო #1TVSPORT

UFC 309-ის ღონისძიების მთავარ ორთაბრძოლაში ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა სტიპე მიოჩიჩი მესამე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიცვა. ბრძოლის შემდეგ ყოფილმა ჩემპიონმა, სტიპე მიოჩიჩმა შერეულ ორთაბრძოლებში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ჯონ ჯონსმა კი განაცხადა, რომ ოქტაგონიდან წასვლას არ აპირებს და გულშემატკივრებს მალე ახალ სანახაობას შესთავაზებს.

ჯონ ჯონსი: „მიოჩიჩი კარგი მებრძოლია, მტკიცე სულით. სასტიკ დარტყმებს ვაყენებდი, მაგრამ ის მაინც წინ მოდიოდა. საოცარია, როდესაც ასეთ ძლიერ დარტყმებს უძლებენ და უკან არ იხევენ. რაც შეეხება ჩემს მომავალს – გადავწყვიტე, რომ კარიერას არ დავასრულებ. დანა უიათთან გარკვეული მოლაპარაკებები უკვე გვაქვს და ისევ შემოგთავაზებთ სანახაობას.

მინდა, პატივისცემა გამოვხატო პრეზიდენტ ტრამპის მიმართ, რომელიც ამ ბრძოლას დაესწრო. ამერიკა! ამერიკა! ამერიკა! მეამაყება, რომ ამერიკელი ჩემპიონი ვარ – ამერიკელი, ქრისტიანი ჩემპიონი“.