ჯონ ჯონსი ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვისთვის დააპატიმრეს
აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის ნახევრად მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი ჯონ ჯონსი კვლავ პოლიციამ დააკავა.
მედიის ინფორმაციით ჯონსი დილის 4:43 საათზე ალბუკერკში მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში ტარების დროს დააკავეს. სამართალდამცავებმა მას ცეცხლსასროლი იარაღიც აღმოუჩინეს.
ერთერთი სააგენტო (КОАТ Аction news 7) ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიცია გამოძახებაზე მას შემდეგ გავიდა რაც ერთერთი უბნის (3rd and Central avenues in Albuquerque) ტერიტორიაზე გასროლის ხმები გაისმა. ამის შემდეგ კი პოლიციელმა შენიშნა ჯონსი შემთხვევის ადგილზე მყოფ მანქანაში. ჩემპიონი აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს.
როგორც ცნობილი ხდება ჯონსს ალკოჰოლის მოხმარება დაუდგინდა. შეგახსებთ, რომ ჯონს პრობლემები პოლიციასთან პირველად 2012 წლეს ჰქონდა, როდესაც ის ციხეში მოხვედრას გადაურჩა.