ჯონ ბარკლიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა
ჯონ ბარკლიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

შოტლანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 33 წლის მორაგბემ, ჯონ ბარკლიმ, რომელიც „ედინბურგის“რიგებში ასპარეზობს, ეროვნული ნაკრების მაისურით 76 მატჩი ჩაატრა და სამ მსოფლიოს თასზე მიიღო მონაწილეობა.

„ ეს არი იყო ჩემთვის იოლი გადაწყვეტილება. ამდენი წლის განმავლობაში შენი ქვეყნისთვის თამაში, შრომა და ბრძოლა ერთ-ერთი საუკეთესო მიღწევაა ჩემს ცხოვრებაში. ბევრს არ შეუძლია თქვას, რომ თავისი ბავშვობის ოცნება აიხდინა, თუმცა მე საკმარისად იღბლიანი აღმოვჩნდი, რომ ამას მივაღწიე და ძალიან ვამაყობ. ახლა კი დადგა დრო, დავასრულო კარიერა, თუმცა, ეს არ არის ჩემი სარაგბო გზის საბოლოო დასასრული. ეს მხოლოდ ერთი ნაწილის დასასრულია“ – განაცხადა ბარკლიმ

ჯონ ბარკლის სანაკრებო დებიუტი 2007 წელს „მარიფილდზე“ ახალ ზელანდიასთაბ მატჩის დროს შედგა. 2019 წელს იაპონიაში გამართულ მსოფლიო თასზე ჯონ ბარკლიმ შოტლანდიელებს რუსეთის წინააღმდეგ უკაპიტნა.