ჯოკოვიჩს აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს – სერბი გამოტოვებს მარტის „მასტერსებს“ #1TVSPORT

15:12, 04.03.2023

მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი გამოტოვებს ამერიკულ „მასტერსებს“ ინდიან უელსა (6-15 მარტი) და მაიამიში (19 მარტი-2 აპრილი).

სერბ ჩოგბურთელს უარი უთხრეს ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლაზე იმის გამო, რომ ის არ არის კორონავირუსისგან ვაქცინირებული. ჯოკოვიჩი ითხოვდა მისთვის გამონაკლისის დაშვებას, მაგრამ უარი მიიღო, – იტყობინება ამერიკელი სენატორი რიკ სკოტი.

ადრე გახდა ცნობილი, რომ აშშ-ის მთავრობამ არავაქცინირებული უცხოელების ქვეყანაში შეშვებაზე აკრძალვა 11 მაისამდე გაახანგრძლივა.

მსგავსი