სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის „მასტერსის“ მეოთხედფინალში იოლად გააღწია. მსოფლიოს მეორე ჩოგანს 6:1; 2:1 მიჰყავდა ანგარიში, როცა მისმა მეტოქემ – ბოსნიელმა დამირ ძუმჰურმა თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
შეხვედრა 53 წუთი გრძელდებოდა და ჯოკოვიჩმა ამ დროში, მეტოქის მოწოდების აღება სამჯერ მოასწრო. მეოთხედფინალში ნოვაკი, ხორვატ მარინ ჩილიჩს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ძუმჰურთან მატჩის შემდეგ, ჯოკოვიჩს ზედიზედ 30 მოგებული სეტი დაუგროვდა. ამით სერბმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა, რომელიც 2015 წელს ჰქონდა დამყარებული. მაშინ მან აშშ-ის ღიადან პარიზის „მასტერსამდე“ არცერთი სეტი არ წააგო.
ასევე აღვნიშნავთ, რომ ძუმჰურზე მოგება ჯოკოვიჩისთვის ზედიზედ მეოცე იყო.