ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა
ჯოკოვიჩმა წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გაინაღდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მან არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

ჯოკოვიჩი მეორე ჩოგბურთელია, ვინც სეზონის დასკვნით ტურნირზე თამაშის უფლება მოიპოვა. პირველი ვინც ეს გააკეთა, ესპანელი რაფაელ ნადალი იყო, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგანია.

ლონდონში თამაშთან ხუან მარტინ დელ პოტროც ახლოს იყო. აშშ-ის ღია პირველობის ფინალში მოგების შემთხვევაში, წლის შემაჯამებელ ტურნირში მონაწილეობას ისიც გაინაღდებდა

წლის შემაჯამებელი ტურნირი 11-18 ნოემბერს, ლონდონში გაიმართება.