როლან გაროსის ფინალში რაფაელ ნადალთან წაგების შემდეგ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი მატჩი ჩაატარა – ავსტრიაში ვენის ტურნირის პირველ წრეში სერბი თანამემამულე ფილიპ კრაინოვიჩს შეხვდა და რთულ ბრძოლაში მოიპოვა მეორე რაუნდის საგზური. ორსაათიან ბრძოლაში ჯოკოვიჩმა 7:6, 6:3 მოიგო.
დიდი ბრძოლა გაიმართა პირველ სეტში. ჯოკოვიჩი ბრეიკით 3:1 დაწინაურდა, მაგრამ ამის შემდეგ, ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო და 3:5 ჩამორჩა. კრაინოვიჩმა ვერ შეძლო სეტზე ჩაწოდება და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ასევე დაძაბული ბრძოლა იყო. მეტოქეებმა სამ-სამი მინი-ბრეიკი გაცვალეს, კრაინოვიჩს 6:5-ზე სეტბოლი ჰქონდა, მაგრამ ეს შანსიც გაუშვა ხელიდან და ჯოკოვიჩმა მე-13 გეიმი 8:6 მოიგო.
მეორე სეტში ნოვაკი დიდ უპირატესობას ფლობდა – შვიდი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და ორი გამოიყენა, მისმა მეტოქემ კი მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და მისი გამოყენება ვერ შეძლო.
ჯოკოვიჩი მერვედფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩს შეხვდება.