ჯოკოვიჩმა, შესაძლოა, ავსტრალიის ღია პირველობა ტრავმის გამო მიატოვოს
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ავსტრალიის ღია პირველობის მესამე წრეში ამერიკელი ტეილორ ფრიტცის დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ, შესაძლოა, ტრავმის გამო ვერ შეძლოს მომავალი მატჩისთვის კორტზე გასვლა.
ფრიტცთან შეხვედრის მესამე სეტში სერბმა მუცლის არეში ტკივილი იგრძნო, რის გამოც ექიმის დახმარება დასჭირდა. ჯოკოვიჩმა მაინც შეძლო ხუთ სეტში მოგება, მაგრამ არ იცის შეძლებს თუ არა ტურნირზე ბრძოლის გაგრძელებას.
„კუნთი მაქვს გაწყვეტილი. ასე რომ, არ ვიცი, შევძლებ თუ არა აღდგენას ორი დღის შემდეგ. არ ვიცი, გავალ თუ არა კორტზე“, – განაცადა ჯოკოვიჩმა მატჩის შემდეგ.
მერვედფინალში სერბს კანადელ მილოშ რაონიჩთან უწევს თამაში.