ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსის პირველი ბარიერი გაიარა
ჯოკოვიჩმა შანხაის მასტერსის პირველი ბარიერი გაიარა

ამერიკის ღია პირველობაზე ტრიუმფის შემდეგ, პირველი მატჩი ჩაატარა ATP-ის ტურში სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მსოფლიოს მესამე ჩოგანს პრობლემა არ შექმნია ფრანგი ჟერემი შარდის წინააღმდეგ. ნოვაკმა საათსა და 22 წუთში 6:3, 7:5 მოიგო.

ჯოკოვიჩმა ხუთიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, მისი მეტოქე კი ერთ ბრეიკ-პოინტამდე არ მისულა.

სერბი მერვედფინალში გავიდა, სადაც იტალიელ მარკო ჩეკინატოსა და სამხრეთკორეელ ჰიეონ ჩუნგს შორის მოგებულს შეხვდება. სხვათა შორის, ამ ჩოგბურთელებს წლევანდელ სეზონში დამარცხებული ჰყავთ ჯოკოვიჩი.