ჯოკოვიჩმა რომის „მასტერსი“ მოგებით დაიწყო
ჯოკოვიჩმა რომის „მასტერსი“ მოგებით დაიწყო

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პირველი მატჩი მოიგო რომის „მასტერსზე“. სერბი ჩოგბურთელი კლასიფიკაციის 87-ე ნომერს, იტალიელ სალვატორე კარუზოს ხვდებოდა და საათსა და 24 წუთში მოიპოვა მერვედფინალის საგზური – 6:3, 6:2.

ჯოკოვიჩმა საკუთარ გეიმებში არანაირი შანსი არ მისცა მეტოქეს – პირველ მოწოდებაზე ექვსი ქულა დათმო, მეორე მოწოდებაზე – ხუთი. კარუზოს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. ამასთან, ნოვაკმა რვა ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამი ბრეიკი შეასრულა.

ჯოკოვიჩისთვის ეს იყო პირველი მატჩი აშშ-ის ღიას მერვედფინალის შემდეგ, რომელშიც სერბმა დისკვალიფიკაცია მიიღო მსაჯისთვის ბურთის მორტყმის გამო.

მერვედფინალში ჯოკოვიჩის მეტოქე იტალიელი მარკო ჩეკინატოსა და სერბი ფილიპ კრაინოვიჩის მატჩში გაირკვევა.