მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ჩოგბურთელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა თავის ტვიტერზე რეალის ფეხბურთელს ლუკა მოდრიჩს „ოქროს ბურთის“ ტიტულის მოპოვება მოულოცა.
შეგახსენებთ,რომ მოდრიჩმა აღებული ხმების რაოდენობით იუვენტუსის თავდამსხმელ კრისტიანო რონალდოს და მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდ ანტუან გრიზმანს გაასწრო.
მიმდინარე წელს 33 წლის ხორვატი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტი და ჩემპიონთა ლიგის 2017/2018 სეზონის გამარჯვებულია.